The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ეკატერინე ჭა[ვჭავაძ]ისას

ეკატერინ ჭა[ვჭავაძ]ისას

წინანდლის ვარდო,

სულითა ტრედო,

გულითა წმინდავ, ვით მთისა წყარო!

ვითა ცისკარი,

ხარ მოცინარი,

რომე ილველის გული ახარო.

იმხიარულე,

იდრე სიცოცხლე

შენი მშვენივრებს, ვი ყვავილთ ჯაჭვი;

ვიდრემდის შენ ზე

დაგნათის, ვით მზე,

სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!

ჭმუნვის ღრუბელი,

გულ-დამაბნელი,

იდრ მხიარულს არ შეგხებია;

ვიდრე ამ სოფლის

დაუდგრომელის

არდნი ეკლადა არ გარდაგცვლია!

1829 წ.