The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სულო უმზეო, მაგრამ მზიანო.

* * *

სულო უმზეო, მაგრამ მზიანო,

ყოველთვის, როცა ჰბერავდა ქარი,

მესმოდა ნისლის ფორტეპიანო,

ზარი, გუგუნი და ისევ ზარი.

ვერ ივიწყებდა მაშინ ვერც ერთი,

საქართველოში ჰანგთა ხანდაზმას,

და თვითეული მისი კონცერტი

ეფემერისას ჰგავდა ანტაზმას.

სადღაც ქვითინი იყო ქალური .

და სონატების ნაზი ფერები,

სტიროდა მისი მუსიკალური

და გადარევის ეფემერები.

1916