The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სახლი ტყის პირად

სახლი ტყის პირად

ახლაც ჩემს თვალწინ არის

თქვენი ბინა ტყის პირად

და საღამო მდინარის,

გახელილი ცისფერად.

მთავაზობდით დები ვარდთ

და ამბობდით ლანდებით:

თქვენ ისეთი კარგი ხართ,

თქვენ პოეტი ბრძანდბით.

და გავიდა ივლისი,

და მოვიდა, წამებო,

შფოთიანი თბილისი:

პოეტების სამეფო!