შიშველი
სიმაღლე ლაჟვარდთა,
ვარსკვლავთა სიმაღლე,
სიმაღლე ზამბახის!
ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი!
ოჰ, თქვენს თმებს შეჰფერის დაფნა და
ამბორი!
ელადა, ელადა!
აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს,-
ასეთი სინათლით შუბლი უკლავდა
ვენერა მილოსელს!