მთვარე, მე და მატარებელი
უკვე დავტოვე ზუგდიდი, ხეთა,
დავტოვე დები და ცრემლი ბევრი.
და თბილისისკენ მივდივართ ერთად
ეს მთვარე, მე და მატარებელი.
ახლა სრულიად სხვა სივრცეს ვხედავ
და გაჰქრა ქალი ჩემი მხლებელი.