The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მალე ფერგადაშლილი

* * *

მალე ფერგადაშლილი,

ამწვანდება ტყე-ველი,

გაიშლება ყვავილი,

სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,

მთის მწვერვალი, ტყის პირი,

და დაივლის ნარნარი

გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,

წამიღებს სიმთა ჟღერა;

ნისლით გამოერკვევა

ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს

ჰანგი თავისებური,

მკაცრი - მაგრამ ლამაზი,

ნაზი - მაგრამ ველურ.

რო მივარს, გულისქმა

თუ აღელს არ ერევა,

ათას მაში ჩემი მა

ამ ხმამ განაცალკევა.

როდი იყვარს, გულისთმა

თუ გულმავე არ ჰპოვა,

ათას ხმაში ჩემი ხმა

ამ ხმამ განამარტოვა...