წამი მიდის, ადამიანი ღონდება, მაისია, დილა. ბაღში იშლება ვარდის ყლორტები. მენატრება სოფელი. სოფლის შუქი, სოფლის შარაგზა. სადღაც ურემი მიდის ჭრიალით, სოფელი სდუმს, ახლოს გაისმის მამლის ყივილი.
ეს ქალაქია, ქუჩა. დადიან დაღლილი ქალები. ვიღაც დაჟინებით ფიქრობს დაკარგულ ადამიანზე. ქუჩის ბოლოს ვიღაც ადამიანმა თვალი დახუჭა და თქვა: ''ვაიმე''. ერთი ბარათი ძევს მაგიდაზე და ბარათში ძინავს ასო - ''ა''-ს. ახლა მე ვწევარ, ვიგონებ იას, გაზაფხულს და ახალ ფოთლებს.