The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შენ და დემონი

შენ და დემონი

საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან

და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან.

თითქო ბეჭდებზე დაგეყრება ვარდების ცვარი

და სურნელებით აივსება შენი ლოცვანი.

და მხოლოდ ღამით იგრძნობს სული, როგ სამებას:

ყვავილებს და ცას, საუკუნო გამოსალმებას,

მოგონებები ელვარებენ ისევ ბეჭდებად,

მოვა დემონი, დაფიქრდება და შეეჭვდება.

და სავანისგან სიზმარივით მიაქვს ღამის ქარს,

მხევალთ გალობა: შეიბრალეთ, იგი წმინდა არს!