The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გამოსალმება

გამლმ

მშვიდობით, ველნო, საყვარელნო, ზურმუხტნო ველნო!

ბორცვნო, ჭალაკნო მშვენიერნო, ტურფა არენო,

მთანო ამაყნო, ახოვანნო, ცად მიბჯენილნო,

წყალნო ალმასნო, მოცინარნო, მოკამკამენო!

მშვიდობით, ჩემო გამომზრდელო, ჩემო მამულო!

მშვიდობით, მაგრამ შენთან მრჩება ოცნება ტკბილი...

გმირთ ძეთ სამარევ, იმა წმინდა სისხლით მორწყულო,

სადა გინდ ვიყო, რაც გინდ ვიყო, ვარ შენი შვილი!

1834 .