გალობაჲ წმიდისა მოციქულისა ნინოჲსი
თავნი იტყჳან: «ქებით უგალობ სასოსა ჩემსა ნინოს არსენი»
ქრისტე, აღახუენ ძნობად ბაგენი ჩემნი ქალწულისა დედისა მოციქულისა და ქადაგისა შენისა ნინოჲს შესხმად! განმინათლე გონებაჲ, რათა მიუზღნე ღირსსა მას ღირსნი სიტყუათა ყუავილნი!
ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა, სულმან განაპოხა რაჲ ქადაგი თჳსი, იქმნა ღმრთის მხილველ, ურჩისათჳს ერისა ეკლოვანსა ფიცხელსა სულითა მოძრავმან ბრძენმან ნინო თავი თჳსი უმსხუერპლა!
ბარბაროზნი და უჟიკნი ქედფიცხელნი ტრედმან წმიდამან, დასავალით მჴმობელმან, სიტკბოებათა თჳსთა მიერ დუმილით ჴელთ უსხნა შემოქმედსა, სძალმან წმიდამან სიძესა თჳსსა, განბანილნი მადლითა!
იქმნა ორღანო მადლთა შენთაჲ, ქალწულო ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწული, და წილხუდომილთა შენთა განმანათლებელ[ი] ნინო, ამისთჳს აღვსძრავთ მას შენდა მომართ მეოხად ჩუენთჳს, იღუაწე სამწყსოჲ შენი!
თჳსთათჳს თჳსნი მოიჴსენნა წყალობით, თჳსა ერთგული მახარებ[ე]ლ-გყო ღმერთმან, არა მდედრი, არცაღა მამაკაცი, გარნა ვინ იგი სულმან ჩემმან აღავსო, მოგავლინა და მოგჳწოდა ძედ თჳსად!
უცნობელთა და მძიმეთა საბურველი გულთაჲ აღგუეჴსნა, და ლოდები აღეღო სამარეთაგან [და] დაყროლებულნი მკუდარნი საყჳრთა მიერ შენთა აღვემართენით, წმიდაო ნინო, მოციქულო ქრისტესო!
განღებულ იქმნა ქუესკნელისა ბჭეები, მკუდარნი, მას შინა პყრობილნი სატანაჲსნი, განვთავისუფლდით შემოსლვითა შენითა, არმაზს შეედვა ძრწოლაჲ მეხისტეხითა და ზადენისნი უჴმარ იქმნნეს სიცბილნი!
აღვემართენით შენ მიერ გამოჴსნილნი, ჵ ღმრთისმშობელო, რაჟამს სათნო იჩინე დედაკაცისა მიერ განბანაჲ ჩუენი და ემბაზითა სრულ-ქმნაჲ მეცნიერებად ძისა შენისა ნინოჲს მიერ ღირსისა!
ლომებრ ახოვან იყავნ, ბრძენო გულითა! არა გრცხუენოდა ქადაბებად ქრისტესა, პართნი აღავსენ სასწაულთა ელვითა, გაიანე და რიფსიმე ძღუნად მიუპყრენ ქრისტესა, ხოლო მან შენ ჩუენთჳს დაგმარხა!
ორბებრ გუგასა შინა მხედველობითსა შეიკრიბე შენ სივრცე სოფლისაჲ, ნინო, და განიცადენ უჭმნი საჭმლად კეთილნი და მიმართე, ვიდრემდის ბრჭალსა შენსა ჴელთ უსხენცა დიდ სანოაგედ მოქმედმან!
ბნელსა განჰყარე ბნელისა მოხუევითა ბრძენსა მეფესა მსგავსსა, კოსტანტინესა, ჵ ჴელოვანო მკურნალო და მოძღუარო, ვლიტანიობთ ჩუენ პირსა შენსა, ქალწულო, ქრისტეს ქადაგო და დიდო მოციქულო!
ს[ა]ცთურთაჲთ ჴსნილნი შენ მიერ, ღმრთისმშობელო, წილად ხუდომილნი შენნი ქართველთა ერნი ნინოჲს ღირსისა მიერ ქადაგებითა ვჴმობთ შენდა მომართ, ჵ მაცხოვარებაო ჩუენო, გუაცხოვნ[ე]ნ, ქრისტეს ღმრთისა დედაო!
აღიფხურნეს კერპნი საფარველითურთ მათით და აღემართნეს ქრისტეს ეკლესიანი, ჯუარსა ქრისტესსა კუართსა თანა და სუეტსა, ნაცვალად არმაზ ბილწისა, უგალობენ შვილნი სიონისანი, შენგან განათლებულნი!
სიონისანი შვილნი, პირველ ბაბილონს შერევნისასა ტყუენი საცთურებითა, ვერ მგალობელნი უფლისა გალობასა, აწ აღმოსლვისსა ემბაზით იტყჳან, ქრისტე: შეიმოსეთ ქრისტეს ნათელი ნათლის ღებითა!
ოდეს მთავრობდა ფარაო შვილთა ზედა ღმრთისათა ბნელსა ეგჳპტისასა, მსხემნი არა უფლებდეს უფლისა დამონებად, არამედ დღეს ნინოჲსგან გამოჴსნილნი ჩუენ, შვილნი სიონისანი, ღმერთსა უგალობთ!
სენით, ჩემ ზედა მდებარით, აღვემართე, რაჟამს მომეც მე მკურნალი, ღმრთისმშობელო, ვიჴსენ საცთურთაჲთ ნინოჲს მიერ ღირსისა, კერპთა წილ ბილწთა გიძნობ საოსა ჩემსა, გიჴმობს ერი ქართველთაჲ, ღმრთისა დედაო!
აღმოსავალო, დასავალსა პატივ ეც, ხოლო ჩრდილოო თემანსა უკუნჰრიდე, რამეთუ ბნელისა განქარვებად მზე მოვალს და ყინელისა გადნობად მცხინვარებაჲ, ქრისტეს ქადაგებითა შემოვალს ნინო!
ჩრდილით, უფროჲსღა ბნელით, უკუნ მომცველით, შენ მიერ ჴსნილნი, ჵ ქრისტეს მოციქულო ნინო, ყოველი ერი ქართველთაჲ გიძნობთ და ვედრებით ვჴმობთ: ძჳრნი თანაწარგუჴადენ, დასცენ ეშმაკნი, მაჭირვებელნი ჩემნნი!
ეშმაკი, წმიდაო, შენ მიერ აღმოქმნილი, წინაშე სუეტსა და კუართსა საუფლოსა არღა სრავს ჩჩჳლთა, არამედ აღმოჰბადებს საცხებელითა წმიდითა შემზღუდველი. იხარებდ ნინო ქალწულო, მოციქულო!
მარიამ, ქრისტეს ძისა ღმრთისა მშობელო, შენ მიერ ჴსნილნი ძჳრთაჲთ სამწყსონი შენნი, ნინოჲს წმიდისა მიერ სამადლობელთა შევსწირავთ შენდა, მის მიერ განსწავლულნი, გნატრით ყოველი თესლები, ვითარცა სთქუ!
სამეუფოთა ეზ[ო]თა შეგიწყნარეს, ვითარცა ტყუე და უცხოჲ, რომელმან განგუათავისუფლენ ქუესკნელისა ტყუეობითა და ძე ღმრთისაჲ, გუფ[ი]ცენ, ჵ ნინო, მოციქულო ქრისტესო, მახარობელო ცხორებისაო!
აღემართა რაჲ სუეტი წმიდაჲ შენ მიერ აპყრობითა ჴელთაჲთა, დაეცნეს ძალნი ეშმაკისნი და ქოთებით[ა] ლტოლვილნი გოდებდეს მწარედ, ხოლო ჩუენ მღაღადებელთა ჴმა ვყავთ: შენ, ქრისტე, კურთხეულ ხარ უკუნისამდე!
ნესტუთა სიტყუათა შენთასა იოხრეს რაჲ, განაფრთხვნეს ერნი, ვითარ სამეფოთა საყჳრთა ჴმამან, და შეიძრნეს მეფენი სამეუფოჲთურთ ჴმა-ყვეს, ტყუეო და ტყუეთა მჴსნელო, [კურთხეულ არს] შემოსლვაჲ [შენი]!
იგავთა მიერ მოსწავებულმან ცხადად ეგვპტისა ბომონნი დასცენ და ძირითურთ აღმოჰფხურენ, ღმრთისმშობელო მარიამ, და ნინოჲს მიერ ქართლისა კერპნი წარწყმედად მისცენ, კურთხეულ ხარ შენ, ჵ ქალწულო!
ნინოჲს ჴსენებაჲ სიხარულისა ღირს არს, ხოროჲ განვაწყოთ მორწმუნენო ქრისტესნო, აღვიტყუელნეთ დღეს ერნო და ნათესავნო, შვილნო სიონისანო, ჴმობდით ჩუენ თანა, ქრისტეს ქადაგებასა შევამკობდეთ ყოველნი!
ოჲ მეფობაო ქართველთაო, იხარებდ, რამეთუ ნინო დაგადგა შენ გჳრგჳნი ქრისტეს მიერი. ზოგადი კრებაჲ ყავ დღეს, რამეთუ მოციქული ჩუენი მოგჳწოდს და ტაკუკითა წმიდითა გჳსტუმრებს ჩუენ!
სარწმუნოებაჲ, რომელი გუასწავე ჩუენ, ითხოვე დაცვად საუკუნოდ ჩუენ შორის მიუდრეკელად, ჵ ნინო მოციქულო, და მარადის იღუწიდი ნერგთა ამათთჳს, რომელ დაასხენ სამწყსოსა შინა შენსა!
არსთ[ა] მოქმედისა ქრისტეს ღმრთისა დედაო, არს-ქმნილი შენგან საუკუნოდ ცხორებად, ქართველთა ერი დაჰმარხე ვედრებითა ნინო ნეტარისაჲთა და ბარბაროზნი დაუმორჩილენ მორწმუნესა მეფესა!
რაბამ რაჲმე არს ჴსენებაჲ ესე შენი, რაბამ საკჳრველ მოქალაქობაჲ შენი, რაბამ შუენიერ მოციქულებაჲ შენი, და ყოველივე სიკეთითა აღსავსე, ქალწულებითა შემკობილო, ჵ ნინო!
სოროჲ ნაწილთა შენთაჲ სავსე მადლითა უპყრიეს ზღუდედ ქართველთა მეფობასა, ჴმობენ შენდამი: უკუნ აქციენ მტერნი, დასცენ ჯუარისა ქრისტესისა მგმობარნი, ჵ ღირსო ნინო, და სცევდ სამწყსოსა შენსა.
ეჰა ქადაგო და განმანათლებელო ჩუენო, ჵ ნინო, მოხედენ ლმობიერად ლოცვათა ჩუენთა და მ[ო]წყალე-ყავ ღმერთ[ი], ითხოვე ჩუენთჳს ჴსნაჲ ყოველთა ჭირთაგან და განსაცდელნი გარე-უკუნ-სხმენ!
ნინო, შესხმისა შენისა სურვიელსა ნუ დამიტევებ ძჳრთა შინა წარწყმედად, ნივთთა ამათგან ჯმნულსა, მეოხებანი ნიავ-სულნელად დამასხენ, დიდებულო, ნავთსაყუდელსა ქრისტესსა მიმაწიე!
ისმინე ჩუენი ლოცვანი, ღმრთისმშობელო, მეოხებითა ღირსისა ნინოჲსითა, თანაწარგუხადენ ყოველნი განსაცდელნი და მომმადლე ჩუენ წყალობაჲ შენმიერი და ძლევაჲ მტერთა მეფესა ჩუენსა მოეც!