The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თვალები

თვალები

შენს ცისფერ თვალებს როცა შეხედავ,

უსაზღვრო სევას მე ვამჩნევ მათში...

და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ

უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.

და ხშრად მინდა გკითხო, თუ რისთვის

ასე სასტიკად გექცევა ბედი,

რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,

რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.

მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,

რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,

მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ

ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე ორ გულში ერთი ნაღველი

გაუნელებლად იწვის და იწვის,

ასე იტანვის ორი არსება

და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის.