The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წერილი მეგობრისადმი

წერილი მეგობრებისადმი

, როგორ ნდა, მეგობრებო, რომ თქვენთან ერთა

მივიღო ჩვენთა წინაპართა ელვარე თასი,

ბევრი რამ არის მათ გრძნობაში კეთილშობილი,

მათი მხურვალე ოცნებებით მსურს ვიამაყო,

მაგრამ სხვაგვარად ჩვენი დროის მემატიანე

ფოლიანტებში სტრიქონების გროვას შეიტანს,

რომ ათასწლოვან ადგილიდან მოსწყდნენ კლდეები,

საქართველოზე სამუმებმა გადაიარეს.

და სამუმებთან ქნარი გიგანტიური,

ქართული სულით მეოცნებე პოეტის ქნარი.

, როგორ მინდა, მეგობრებო, თუნდაც ერთი დღით

ჩვენთვისაც იყოს უმაღლესი თავისუფლება.

, როგორ მინდა უფრო მძლავრად გავშალოთ ფრთები

განა არ არის საშინელი საცოდაობა,

ისეთ ქვეყანას - როგორც ჩვენი საქართელოა -

რევოლუცია არ აძლევდეს სიმშვენიერეს?

ვულკანიური ორკესტრივით უნდა ისმოდეს

გრძნობათა ჩვენთა და ოცნებათ ძლიერი ქნარ.

1916