The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უზომოდ მთვრალი

***

უზომოდ მთვრალი

მივდივარ მარტო.

ის მიაქვს თვალი, -

ვდარდობ და ვდარდობ.

უზომოდ მთვრალი

მივდივარ ერთი.

ის მიაქვს თვალი,-

სად არის ღმერთი.

უზომოდ მთვრალი

მივდივარ კენტი.

ის მიაქვს თვალი,-

მივდივარ ერთი.

მივდივარ ერთი

უზომოდ მთვრალი.

სად არის ღმერთი,

ვის მიაქვს თვალი.