ლექსიკონი
ა
ავაზი - ავაზა, ვეფხვის ჯიშის ცხოველი, მოშინაურებულით ნადირობენ
ავრეზი - უნაყოფო
ავშარა - ულაგამო აღვირი
აზვავდი - გაამაყდი, ადიდდი
აზირი - ნაშუადღევი, ნაშუადღევის ჯერი, ნაშუადღევის პურის ჭამა
აინახანა - სარკეებიანი დარბაზი
ალაბულა - ნოტიოში (= სითხეში) ბეწვი ჩალანარევი (საბა)
ალვერდი - ნედლი თივა
ალიზი - გამოუწვავი აგური
ალქატი - გლახაკი, ცუდი
ალყა - აბრეშუმის ან ცხვრის ნაწლავის ძალი, სიმი
ამარტა - ეშმი, ქარვა
ამაყოჩა - ამაღერა, უსარგებლოდ ამზარდა ისე, რომ ნაყოფი არ გამომაღებინა
ამბჭალოს - ბჭალებით ამიყვანოს, ამიტაცოს
ანტე - ანტიქრისტე
არავი - სამხრეთის ქარი
არგანი - ხელჯოხი
არდაგი - წელსქვეით მოსაფარი
ასამინი - იასამანი
ასლანი - ფულის ერთეული
ასპანური - ფულის ერთეული
ასფოდელოს - სამოთხე
აყაფი - ხის აღვირი
აშეთდი - გაგიჟდი, გახელდი
აშკი - მავთული
აშკმული - პირდაღებული
ახი - ოხვრა, კვნესა
ბ
ბაგირი- მსხვილი თოკი, საბელი
ბაზი - მიმინო, შევარდენი
ბაზმი - სანათი
ბალახანა - ზედა ოთახი
ბარჯი - კაპიანი ჯოხი
ბაყლი - ჩირქი
ბერა - ბაკიდან ვიწრო გასასვლელი, რომლიდანაც რიგ-რიგად გაატარებენ მოწველილ ცხვარს
ბერფუყი - ბებერი, ფუღუროიანი, დაფუტუროებული (ხე)
ბილდირგა - ხმლის ან მათრახის თასმა
ბინიში - მოსასხამი
ბისტი - ფულის ერთეული
ბიღი - გრძელი ულვაში
ბმო - დიდი მუწუკი
ბობღნი (ბობღანი) - ტყავგადაკრული საკრავი, დაფი, დაფდაფი
ბური - ბურუსი, ნისლი, ბუღი, ალმური
ბუხუა - ნედლი კუნძი
გ
გაზი - მარწუხი
გაიმქისაროს - მქისე გაიხადოს, გაიმწაროს, მოიშხამოს
განიგარი - განზე გაიყვანე
განწვალა - გათიშა, გამოყო
გასალამად - ღვარად (ლამი-ღვარი)
გარდაელანგე - ლანგად, ალესილად მოევლინე
გარიელი - ფრინველია
გასაკმარი- გასაცუდებელი, გასატრიზავებელი, სასაცილოდ ასაგდები
გასასტერები - გასაშტერებელი
გაუარმებ - გაუმწარებ, ჩაუშხამებ
გეთნებით - პირში მოგეფერებით, მოგიწონებთ
გოლი - ფიჭიდან გამოუწურავი თაფლი
გულყო - ყელზე გადასაცმელი მახე (საბა)
გურგული - გიზგიზი
დ
დაზი - დაიწიე, დაიზიდე
დარვიში - მწირი, მათხოვარი
დარაჯა - დარაჯები, ყარაული
დასამალმად - დასამალამოებლად
დაყათრული - შვიდ-შვიდადა, შვიდეულებად დაყოფილი, დაჯგუფებული, ძალიან დატვირთული
დელი - გიჟი, ფიცხი
დიბა - აბრეშუმი
დილმაჯი - თარჯიმანი
დორი - ზურგის მისაყუდებელი ბალიში (საბა)
დოსტაქანი - დიდი სასმისი
დოულ-ყავალი - დოლ-დაირა
დრამა - ვერცხლის წვრილი ფული; საწყაო
დრანჯობა - ურცხვი აშიყობა (საბა)
დუგუნი - საწათხე, წათხის (ბალღამის) სადინებლად ტანზე მოიკიდებენ
დუკა - თავადი
ე
ებრენიკი - ხორბლის ჯიში
ენასება - ცუდად ეჩვენება, არ მოეწონება
ენუკათ - ეგემათ, სიამოვნებით ეჭამათ
ერქვანი - სახვნელი იარაღი, გუთანი
ეტიკი - მეგზური, გზის მაჩვენებელი, ყოლაოზი
ეშყი- მომხიბლველობა, სიყვარული
ვ
ვანი - ბინა, სადგომი, სამყოფელი
ვარსამი - დალაქი
ვარჯი - ქოჩორი
ვარჯოვანი - ვარჯიანი, შტოებიანი, «ხენი რტოშვენიერნი, გინა ქოჩრიანი» (საბა)
ვახი - საკრავის სახელწოდება
ზ
ზავთი - რიხი-ბაქი
ზაკვა - ღალატი, პირფერობა
ზანგუბრელი - ზანგი
ზარბაბი - ოქრომკედით ნაქსოვი
ზარდახშა - კიდობანი, სკივრი
ზარი - ოქრო, ოქრომკედით ნაქსოვი
ზარიფი - კოხტა, ნატიფი
ზარქაში - ოქრომკედი, ოქროს ძაფი
ზვერი - ხარკი, ბაჟი
ზილი - წვრილი ხმა გალობაში
ზილფი - დალალი, თმა
ზირანდაზი - ძირსგასაშლელი ნოხი
ზნოვანი - ხელიანი, ხელის მიმცემი, ცუდი გემოს მიმცემი
ზოზღნა - გაუბედავად ლაპარაკი, თქმა რომ უძნელდება
ზუზვით - გამოზომვით, ძუნწად
თ
თათვალი - ინდური ფრინველი
თალარი - ფანჩატური
თაჯი - გვირგვინი
თბე - ცომი
თბილ-თაჯა - ერთგვარი ჯავახური პური
თოქმაჩი - მეთუნუქე
თუთი - თუთიყუში
ი
იარი - სატრფო, მეგობარი
ილაო - ავადმყოფობის სახელი, ნაწლავის გადანასკვა
ილინჭა - მახე; «ჩიტის მახე», «მახე გალიათა მსგავსი სირთათვის» (საბა)
ილმენით - შეიბრალეთ
ირისე - ცისარტყელა
ისხარი - ჩქარი წვიმა, თქეში
კ
კანანახი - გალობის დამწყები
კარაული - სახედარი, ვირი
კაუხი - ძველებური თავსაბური
კელია - სენაკი
კეფი - «წვრილთა ფურცელსა ეწოდების» (საბა)
კირმანეული - ფულის ერთეული
კოდვა - ჭრა, დაჭრა, ჭრილობის მიყენება
კონი - თევზსაჭერი
კოტვა - ბუზარანაკბენივით აქეთ-იქით სირბილი
კროჭი - კოლოფი
კუმკუმი - ვერცხლის მაღალყელიანი ჭურჭელი
ლ
ლამბი - ქვაბის სახელური
ლაყაფი - ლაყბობა
ლება - დალურჯება
ლია - ლამი, საფლობი
ლიზღობა - ხუმრობა
ლიქნობა - ფარისევლობა, პირფერობა
ლობდანი - ქამხა (ნაქსოვი)
მ
მაზა - სუფრის მშვენება, ტკბილეული
მანა - პალო, მომცრო მარგილი
მანგი - მარგალიტი
მანტორ - მენტორი, მასწავლებელი
მარდი - კაცი, ვაჟკაცი, კეთილშობილი
მარტვილი - ყრმა, ჭაბუკი
მარჩილი - ფულის ერთეული
მაყა - ლელოს ადგილის აღმნიშვნელი ბოძი
მაშალა - მაშალაჰ, ყოჩაღ
მაშია - ფეხსაცმელი
მაწაწური - ჭურის ამოსახოცელი (საბა)
მგრგენი - მჩხვლეტი, მტეხავი (ტკივილი)
მებოძირი - გზაჯვარედინი
მერწყული - წყლის მზიდავი
მეყვსეულად - უცბად, სწრაფად
მეჩიტი - მეცეთი, მიზგითი
მზგეფსი - დროის მონაკვეთი
მთხრებლი - ორმო
მიიხვნა - მიიღო, აიყვანა
მიმბაში - ათასისთავი
მიმიქვა - მიმიკრა, მიმიკონა
მისრი - ეგვიპტე
მისხი მისხისა - შორეული ნათესავი
მკალი - კალია
მკელობელი - კოჭლი
მოთხე - კოლოფი (სკივრი)
მომყმარი - მშიერი
მომშთვარი - დამხრჩვალი
მოსავი - მოიმედე
მოტევა - მიშვება
მოღორება - მოტყუება
მოუსართე - მოუმატე
მსხემი - მწირი, უცხო
მტილი - ბაღი, ბაღჩა
მურასი - თვლებით შემკული, მოოჭვილი
მუფარახი - გამამხიარულებელი, სევდის გამქარვებელი
მუქაფა - საპასუხო, სამაგიერო
მუშაითი - ჯამბაზი
მუშკ-ამბარი - სურნელოვანი ნივთიერება
მყვარი - ბაყაყი
მწიდნავი - (=მწიდვნელი) - მცენარის ტოტის გადამწვენელი და მიწაში ჩამფლველი იმ მიზნით, რომ ფესვები გაიკეტოს
მწიკვლი - უწმინდურება, ჭუჭყი, ჩირქი
მწკალტე - მწკლარტე, მწარე და მჟავე
მჭავლი - ჭევლი, წყლის ათინათი
მჭელი - პეშვი
მჯიღი - მუშტი, მუჭი
ნ
ნაბული - შიშით ხმაგაკმენდილი
ნათხზენი - ნაწნავი
ნამარდი - უღირსი, სულმდაბალი, არაკაცი
ნარდიონი - სურნელი ზეთი; სუმბული
ნარცეცხლა - ბალახია
ნასად - ულამაზოდ, ცუდად
ნაფირი - ჩასაბერი საკრავი
ნაღლი მანქანა - ამოძრავება, ადგილიდან დაძვრა
ნაყაში - სურათი, ნახატი
ნაჩინჩხლი - მუგუზლების ერთმანეთზე ხახუნით მიღებული ნაპერწკალი
ნუზლი - საგზალი, საზრდო
ნუჟრიანი - ნუჟრის მქონე, კორძიანი
ნურა - ბალანთ გასაცვივნი წამალი (საბა)
ნუქასი - ნაწიბური ქსოვილისა
ო
ოლე - ხე ან ტყე ველთა შუა
ორთუქი - ცხენის გავის საფარი
ორძალი - ორსიმიანი საკრავი
ოყარი - ბაყაყიჭამია (ფრინველი)
პ
პაშტა - ცოტა, მცირე (ასეთი მნიშვნელობა მიუღია ამ სიტყვას აღორძინების პერიოდში. შდრ. «რუსუდანიანი»; კლასიკურ ხანაში იგი ნიშნავდა «ბევრს, დიდს». შდრ. «ვისრამიანი»)
პინა - ხის ჯამი
პინჩი - ნესტო
რ
რად-რაბაგანი - ბურთაობის სახეობა
რაზა - საკეტი, კლიტე
რაზი - იდუმალი, ფარული
რამაზანი - მუსლიმანთა მარხვის თვე
რამლი - ქვიშაზე მარჩიელობა
რაყამი - წერილი (უფლებრივად უფრო მაღლა მდგომი პირისაგან), ბრძანება
რიკ-ფაინი - ბავშვთა თამაშობა ჯოხით, ჩილიკაობა, რიკ-ტაფელა
ს
საგათა - მკვდრული ძილი, ლეთარგია
საგალი - თევზთათვის სამსალა (საბა), თევზების საწამლავი მცენარე
საგდებელი - სასროლი თოკი, ქამანდი
სადრი - მაჰმადიანთ მსაჯული
სავანე - მოსასვენებელი, ბინა
სათი - გიშერი
სამსალა - საწამლავი
სანჯახი - ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთში
სარასკარი - მთავარსარდალი, მხედართმთავარი
სარქარი - უფროსი, ზედამხედველი
სასალუქო - საკეკლუცო, საკოხტაო
სატარუღო - მოვაჭრეთა გადასახადი ქალაქის მოურავის სასარგებლოდ
საფხუწი - პირის მოსაკრავი
საღი - მწდე, მერიქიფე
სახმილი - საგზებელი, ღუმელი
სევანი - კარავი
სეფქა - ფრთემაღალი, გრძელი ისარი
სიყმილი - შიმშილი
სრა - სასახლე
სუზანი - გადასაფარი ქსოვილი
საქულბაქო - სადუქნე; ქულბაქის, დუქნის გამართვისათვის დაწესებული ბაჟი
საძელი - ჭურის სარცხელი (საბა)
ტ
ტარბი - ფრინველი
ტარუღი - ქალაქის უფროსი, მოსამართლე
ტოილო - ცხენის ფეხთ შესაბორკავი
ტოლომა - ქურქი
ტოპაზი - ძვირფასი ქვა, თეთრი იაგუნდი
ტოჩას სუდარი - ამწუთას, ახლავე, ბატონო
ტაჯგანალა - მათრახი
უ
უბადო - ცუდი, უხეირო
უგბილი - თავნება, უგნური
უზესთესობა - უკეთესობა, უპირატესობა
უპე - ჭიპი, მუცელი
ურვა - დარდი, წუხილი
უსხი - დასაკლავად გასუქებული საქონელი
უტევანი - სიგრძის საზომი ერთეული
უყე - საფლობი (ტალახი)
ფ
ფაზარი - ქვა, სამკურნალოდ სახმარი (საბა)
ფარაღათი - თავისუფალი, ლაღი
ფეშრი - დაჭიმვა
ფინდრიღავანი - ფრიდრიხსჰამი, ქალაქი ფინეთის ყურის ნაპირას. 1742 წელს, შვეციასთან ომის დროს, აიღო რუსის ჯარმა
ფირი - მოხუცი, ბერი
ფლური, ფრური - ფულის ერთეული
ფუნდუკი - სასტუმრო, ქარვასლა
ფუცა - დაიფიცა
ქ
ქაბა - მუსლიმანთა სალოცავი ქ. მექაში
ქათალ-მალაყი - ქნევა, ტრიალი
ქანდირ ბაზი - ჯამბაზი, მუშაითი
ქანი - მადანი, მაღარო
ქასრი - ქვის სალესი დანა
ქაშანი - შამბსა და თოვლზე გაქელილი გზა
ქაჩაჩი - გაუპობელი ჩლიქი
ქვრიმა - ფეტვი
ქიშა - საღვინე ჭურჭელი
ქიჩილოვია - ბურთაობის ხერხი
ქუფრი - სიბნელე
ღ
ღადო - ზღვის ღელვა, ტალღა
ღაფლად - შეცდენილად, მცდარად, უდარდელად
ღერღეტი - ბატი
ღრიანკალი - მორიელი
ღულამბარი - ზილფი, თმა
ყ
ყადავახით - ბრიყვულ მთქმელობით, უგზოდ
ყადაღა - აკრძალვა
ყადი - მუსლიმანთა მოსამართლე
ყალამქარი - ნახატებიანი ჩითი ან აბრეშუმი
ყალ-მაყალი - ჩხუბი, კამათი, ალიაქოთი
ყარყატი - ბაყაყიჭამია, ჭაობის ფრინველი
ყაფიჩი - მოხელე, მეკარე
ყაფრად - ამართულად
ყაწიმ-ძეწკვები - მხარზე ხმლის ჩამოსაკიდი
ყვანა - კუჭის აშლა, კოლიტი
ყია - საყლაპავი მილი, ყანყრატო
ყიამყრალი - ავსიტყვა
ყირმიზი - წითელი, ლალის ფერი
ყისტი - მიზეზი, შარი
ყოდალი - ისარი სამფრთოსანი
ყორუღი - ნაკრძალი
ყრიალი - ქორის ხმიანობა, ხმა. მწეროთ (=წეროების) ხმიანობა (საბა)
ყუთაზი - ცხენის სამკაული
ყუთნი - სტავრა-ატლასი
ყული - მონა, მსახური
ყურანი - მუჰამადის მოძღვრების შემცველი წიგნი
ყურუში - ფული ორაბაზიანი
შ
შაბარდუხი - შავი დიდი ქორი
შამდანი - სასანთლე
შანიშინი - საპატიო სტუმართა დასაჯდომი ადგილი
შაშარი - ნესტარი, ლანცეტი
შილინგი - სალუტი
შტაქუნი - შათქუნი, ლეიბი
ჩ
ჩალხი - ბორბალი, ჩარხი
ჩარდახი - აივანი
ჩაღანა - მუსიკალური ინსტრუმენტი
ჩირახოვანი - ჩირაღდანი, ილუმინაცია
ჩირთი - ნორჩიფოთოლი
ჩობანი - მწყემსი
ჩული - სახურავი, მოსასხამი
ც
ცთომილი - პლანეტა
ციბა - პატარა ძაღლი, გოშია
ციქვი - მოციქული, დესპანი
ცქაფობა - მოტყუება, სიმუხთლე
წ
წანწალა - საცალფეხო ხიდი
წინწილა - საკრავი
წუნწკლი - შხეფი, წვეთი
წყალჯავარი - სილამაზე, ეშხი
ჭ
ჭანგი - ბრჭყალი, კლანჭი
ჭაშა - შუბლს ზემოთ თავის ძვალი
ჭიღვი - ფრინველის წინა მხარი (საბა), მკლავის წინა ნაწილი
ჭოთი - თხელი ტილო
ხ
ხადუმი - მსახური, საჭურისი
ხაზინა - საგანძური, სალარო
ხათუნი - ქალბატონი, ბანოვანი
ხალიფა - უმაღლესი ტიტული აღმოსავლეთში; მეფე
ხამი - უხეში ქსოვილი
ხარა - ეკალი
ხარგა - კარავი, ქოხი
ხასი - აბრეშუმი
ხეიბარი - დასახიჩრებული კაცი
ხვანჯა - ხვანჯი, ხლართი, ხრიკი
ხვასტაგი- საქონელი, პირუტყვი
ხირაული - თხელი ფარდაგი
ხორომი - გროვა, თივის კონა
ხლათი - ხრიკი, ხვანჯი
ხუთო - ქვა გესლთ მკურნალი
ხულა - სახლი სავაჭროს სადები (საბა)
ხუნდი - მტრედის ბარტყი
ხურო - დურგალი
ჯ
ჯაბადარბაში - იარაღის საწყობის უფროსი
ჯადვარი - ბალახი
ჯალაბი - ოჯახი
ჯალინოზ - ექიმი გალენი
ჯანიშინი - ნაცვალი, მოადგილე
ჯაჯა - დამნაშავე კაცის ტანჯვა (საბა)
ჯერგა - ნადირთ მარეკი
ჯილაბდარი - მეუზანგე
ჯილღა - უღელბმული გუთანი
ჯიღა - თავსამკაული, სულტანი
ჰ
ჰინი - ჰინა, ინი, ნარინჯისფერი საღებავი თმაწვერისა და ფრჩხილებისა
ჰუბუტი - აქ: სამეფო ტახტი ძნელად შესანარჩუნებელი. ასტრ.: ვარსკვლავთ ადგილი
7