The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სასწაულს

სასწაულს

შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ-ცოდვილს

ლიუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,

ლიუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს

და ეხლა ძინარეს.

შეუნდე, შეუნდე, ოხეთს - ჩემს თვალებს,

შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დაღალულს.

მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,

მე ველი სასწაულს.