ირგვლივ ეყარა ვარდის კონები,
სევდა ოცნებას კარს არ უღებდა.
მე შენ სრულიად არ გიგონებდი
სადღაც ელავდნენ თეთრი ნავები,
ხე შრიალებდა ქარით, სიოთი.
ირგვლივ მზე იყო და საფლავები
და გულმოკლული მე მივდიოდი.
ერთ დროს მიყვარდა მხოლოდ ბოდლერი,
და მე ვეძებდი მაშინ სხვა ოთახს.
ბაღს დახურული ჰქონდა ფოთლები
და ჩემს მახლობლად ყვავი ჩხაოდა.