The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წამი შემოქმედებისა

წამი შემოქმედებისა

მოხდება ხოლმე, ცა მიზიდავს

განუსაზღვრელი,

ვარსკვლავთა შორის, სხივთა ტბაში

არა მყავს ტოლი.

ვბრძანებ: ტყის შქერში გაჩუმდება

ნიავი ნელი,

ვიტყვი და თრთოლვად გადიქცვა

ვერხვის ფოთოლი.

მზე ჩემთვის ბრწყინავს მეფე ვარ

ყოვლის მოქმედი,

არე-მიდამო ნეტარების

ცრემლით ვლება.

ჩემს ხელში არ მაშინ ჩემი

მძვინვარე ბედი,

ქვეყნად ყოველი არსის სული

მემორჩილება.

ეს მაშინ არის, როცა აზრი

მიჰქრის შორს, შორს, შორს

და ლტოლვა გულში დაგუბებული

ეძლვა შვებას,

ირგვლივ ვერ ვხედავ ჩემს თანაბარს

ვისმეს ჩემს სწორს,

რომ ამგვარადვე ეძლეოდეს

ტკბილ ნეტარებას...

ვხედავ, მიფრინავს იქ, სადღაცა,

ნისლი უსახო,

ვგრძნობ, რომ მის ტალღას, ერთხელ ჩემს მძლევს,

გააპობს მკერდი.

, უძლეველო დიდო წამო

შემოქმედების,

ეხლა ყველაფერს... ყველაფერს ვქმნი

ახალი ღმერთი.