The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გემზე

გემზე

ურ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეში,

შორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,

ლურ ოკეანის ლურ ტალღები,

ლურ ტყიან ნაპირს აქცევს, აკვდება.

შო იალქანი მოსჩანს მცურავი

ლაღად გაშლილი, ვით გედის ფრთები,

და უცხრომლად ატოკებს ამ ფრთებს

ხან ქარიშხალი, ხან ზღვის ზვირთები.

გემს კი ზღვის სუნთქვა გახშირებული,

ხან დაუშვებს ძირს, ხან ასწევს მაღლა.

მაგრამ რა არის გემისთვის შიში,

რა არის ბრძოლა, რა არის დაღლა?

იგი ვერც წარსულს გამოაბრუნებს,

და ვერც მომავალს ვერ მიეწევა...

მისთვის ერთია ზღვაზე სრიალი

და ზღვის ტალღებზე ნაფოტად ქცევა.

ლურ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეში

შორს. უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,

ლურჯ ოკეანის ლურ ტალღები,

გემს ეხლება და ვაებით სკდება...