The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სიცოცხლე

სიცოცხლე

დგას შემოდგომა, ქრიან თლები,

ფოთლების გუნდა თამაშობს ქართან.

მე ახლა ბევრი მყავს მეგობარი,

მე სხვა არ მინდა ლექსების გარდა.

ხლ ჩემ სულში სხვა გრიგალია,

ღმერთო, მიშველე! ღმერთო, დამიცავ!

დგას ისე, როგორც ლურჯი გალია

ეს მოლი, ცა და ეს დედამიწა.

ვეძებ ვიღაცას და უფრო წმინდას,

არ ვფიქრობ, ვინმე რომ დამეწიოს.

უარვყოფ სიკვდილს, ხელახლა მინდა

ისევ სიცოცხლის გზები ვეძიო.