The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ორი სიზმარი

ორი სიზმარი

ვუძღვნი ვა. აბაშიძეს

I

ნახე სიზმარი: აღვსულიყავ მას მთას წმიდასა,

სადაც გალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.

ჩვენი სამშობლო, მშვენიერი ჩვენი ივერი,

აგრამ ივერი უსულდგმულო, ივერი მკვდარი

გარდაშლილიყო ზღვის კიდემდინ ჩემთ თვალთა წინა,

სიცოცხლის ცეცხლი გამქრალიყო მის წიაღს შინა.

მზის სხივნი, უხვად ბრწყინვალენი, მაზედ მნათობდნენ,

მაგრამ უსულოს და გაყინულს ვეღარ ათბობდნენ;

ყალნი ჩნდნენ, მაგრამ შემდგარიყო მათ მდინარება,

ყვავილთ და მდელოს აღარ ჰქონდათ თვის მცენარება;

აღარ იძროდნენ აღარც ხენი, აღარც ნიავი,

ბუნება იყო სრულად მკვდარი, სრულად უძრავი.

ვხედავდი მრავალთ მაგარ სადგურთ, ტაძართ დიდებულთ,

მაგრამ შემუსვრილთ, დარღვეულთა და დატოვებულთ.

ეგრეთ უსულო ჩემთ თვალთ-წინა იდო ივერი,

მაგრამ მკვდარიც კი იყო ტურფა მშვენიერი.

გრეთ ასულსა ტურფას, წმიდას, ახლად მიცვლილსა,

გულ-ხელ დაკრეფილს, გაციებულს და ფერმიხდილსა

აღარ აცხოვლებს ცა ბრწყინვალე და ქვეყნის შვება,

მაგრამ მის სახეს კვლავ უბრწყინავს თვისი შვენება.

II

ვნახე სიზმარი: კვლავ აღვედი მას მთას წმიდასა,

სადაც გალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.

ვხედავდი ივერს, გარდაშლილსა ჩემთ თვალთა წინა,

სიცოცხლის წყაროს გაეღვიძნა მის წიაღს შინა.

მზის სხივნი, უხვად ბრწყინვალენი, მაზედ მნათობდნენ

და მი მთა-ბართა და ხეობათ უხვად ათბობდნენ;

წყალნი, ნაკადნი ფრიალოთგან, ქუხილით სჩქეფდნენ,

მოკამკამენი მდინარენი ველებზედ რბოდნენ;

ზურმუხტნი ველნი და ყვავილნი კაცთ და ბუნებას

უხვად და მდიდრად უგზავნიდნენ თვისს სუნნელებას;

მაგარ-სადგურნი და პალატნი, წმიდა ტაძარნი

თვის ნანგრევთაგან დიდებულად იყვნენ ამდგარნი;

მხიარული ხმა წერაქვთ-ბართა, საღმრთო ხმა ზართა,

მაღლა შესძახდა განღვიძებულთ მთათა და ბართა;

ხედავდი ივერს მის ძეთ ხელით, ძლიერის ნებით

ტურფად მორთულსა მშვენიერის შენობეებით;

ვხედავდი მაღლა ცას ნათელსა და მშვენიერსა,

დაბლა მიწაზედერს მშრომელსა და ბედნიერსა.

გამომეღვიძა.......

1879 .