The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კუმისი

კუმისი

სილაჟვარდე მთვარის ჩუმის

მოჰფენია ცისფერ უმისს,

ტბას დასცქერის დუმარე ტყე

მოდარაჯე ჩამიჩუმის.

დაფიქრების, პირმოკუმვის

მოჩრდილება უვლის კუმისს,

ღელავს ფერი ხავერდისა

და სილბლე აბრეშუმის.

უეცრად შორს არღვევს უმილს

ხსოვნა ცეცხლის და სამუმის,

და ხმა ოძელაშვილისა

სიმშვიდეშიც აკრთობს კუმისს.

1948