მაისია, გარეთ წვიმის წვეთების ნელი შრიალი ისმის. ტირის მოწყენილი ფრინველი ქვეყნის ობლობას. მახლობელ ღელესთან წმინდა ფოთლები სცვივა ალვის ხეებს. წყალი მიდის ჩუმი და წყნარი, როგორც ცრემლი. ფოთლები აწყვია ღელესთან, როგორც ცხედარი. ახლო მიწასთან ძინავს მიცვალებულს და კუბოსთან დნება ყვითელი სანთელი. გარეთ წვიმს, ძაღლი ტირის სოფელს. მამლები აღვიძებენ მიდამოს. სოფელი წყალივით ჩუმი, სოფელი მიტოვებული სამარე, მარად ობოლი. თენდება. მიცვალებული მთვარე. განთიადი, მიძინებული სოფელი.