ისევ მოვედი, ჰავა გრილია,
თოვლი თეთრია და მიწა - შავი,
აგერ ჩიტია, აგერ ზის ყვავი.
და კოჯრისაკენ მიდის ეს შარა,
დაო, მიშველე და მოდი ჩქარა.
და კვიპაროსი თითქოს ისვენებს.
ისევ მზე არის, ისევ წყალია,
და მაღლა მთისკენ მიდის ეს შარა.
დაო, მიშველე და მოდი ჩქარა.