The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სურათი სოფლად

სურათი სოფლად

ხრამის პირს მიყვება ფერდობზე გაჭრილი სოფლის გზა. ხრამი და გზა უეცრად უხ. კუთხეში ხრამიდან თავი ამოუყვია ეებერთელა ცაცხვს და მჭიდრო ჩრდილი ფარავს ორივ რი ამოსული მუხებით გადაბურულს ყინულივით ცივ წყაროს. წყარო ფერდობის ძირში ღარიდან მორიკრიკობს; ამ ადგილას კენჭებით მოყრილ გზაზე ეცემა და ჩხრიალით უფსკრულში ვარდება. აქ მუდამ გრილა; თითქმის ცი.

წყაროს ფეხში ჩერდებიან მგზარები; დაიბანენ პირს, დალევენ წყალს; ცხენს თვალს ამოუწმენდენ; ყურს დაუწეენ, ურმის ღერძს დასაპნაენ; შორს მიმავალი აქ ისაუზმებს, მიითვლემს.

ყმაწილი ქალი ღარი ქვაზე ჩამომჯდარა; თავსაფარი გადავარდნია; მაყვალსავით შავი თმა ბეჭებზე სცემს, ქვაზე იღრაკლნება და გვერდში დადებულს, პატარა ფუთას სწვდება.

მთელი სხეულით, მირა-მოხრითაც კი გამოიხატება უმწვერვალესი სიყვარული და ყურადღბა პაწია, ბუნჩულა არსებისადმი, რომელიც მიყრდნობია თეთრს, სიცოცხლით სავსე, ფეროვანს, განსპეტაკებულს მკერდს და თითქმის მიძინებული სწოვს ძუძუს.

მზრუნველობაში გართული, სხვა ფიქრით გატაცებული ქალი ვერც კი ამჩნევს სანადირო ძაღლს, მელიც ხარბათ თქვლეფს წყალს. ღარის ქვეშ დამდგარა ძაღლი წყალში ჩაყრილ ქალის ფეხბის ახლო.

ქალს თავი დაუხრია. შავგვრემან, ოდნავ ჭორფლიან საეს, მოკლე, თხელ, მოღუნულ ცხვირს, დაფირებული დიდრონი თვალე ამშვენებენ და წითელ ტუჩებს, მშუქავი, თეთრი ჩამწკრიებული კბილები ალამაზებენ.

- გამარჯობა, დობილო! - წამომცდება რაღაც ეშმაკად.

- აჰ! - შეკრთება ქალი და ცდიობს საჩქაროთ შეიკრას გული, ჩამოუშვას კაბა, სახელოთი დაფაროს დაკოტავებული მკლავები და მიმალოს უბეში პაწია.

განა რომელიმე მათგანი დასამალავია?

1909 წ.