The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჰორიზონტი ოდნავ ღელავს

ჰორიზონტი ოდნავ ღელავს

ორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით,

და სცვივიან ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით...

ყვითელ ფოთლით მოიფარა ხეივანი, ბილიკები.

თეთრი ნისლით შეიმოსა ცად აწვდილი შორი მთები.

ობლა სდგას მონასტერი, სადაც თავი შეაფარე,

სადაც ციურ ფიქრთა ნისლში, მიატოვე ცოდვათ მხარე.

აგრამ მე ვერ დაგივიწყე, კვლავ მიყვარხარ ძველი ვნებით,

იმავ სულით, იმავ ფიქრით, იმავე თავდავიწყებით.

ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით

ცა სცვივან ხეს ფოთლები მომაკდა პეპლებივით!