The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ილიას სურათზე

ილიას სურათზე

შენი ქართლი გაზაფხულით

ისე წახველვერ ამწვანდა;

გული ჰქონდა დაგაზული,

თოფმოხედრილ არწივს ჰგავდა!

შენ გწყუროდა მისთვის ბრძოლა,

განახლების ქართა ქროლა,

მეხის ფრქვევა მთვლემარ მთებში...

გარს კი ჰმზერდი ხალხის საფლავს

დიდ ნანგრევთა ნაფშხვენებში!..

გაშრა ცრემლი მწუხარების,

აწმყოდ იქცა მომავალი,

დავინახეთ შენი მხრები,

დევკაცური შენი კვალი...

ახმიანებ საუკუნეს,

ძველ ნახმევმა მოგცა ბანი,

და ვემთხვევით ხალხის პოეტს,

შუბლგახვრეტილს, ცრემლგაბანილს...

შენ გიყვარდა ხმა მტვრევისა

და მომსკდარი კლდიდან თერგი;

შენ ძირს დაგცეს ფოთოლივით

და მთასავით წამოდექი!