The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მე შენ არ გეტყვი

მე შენ არ გეტყვი

მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან.

ევ გარმუნებს - გეტრფი; გულით კი ხვაგან რბიან

მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს?

ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს.

ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს;

სხვამ ნუ თუ ვერ გრქვა: გეტრფი, და გულში კი იწოდეს.

ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად,

მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!