The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შავით შემოსილხარ,როგორც ელეგია

შაით შემოსილხარ,როგორც

ელეგია

შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,

მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოზი,

სანთლის ელვარება ხატებს შელეკია,

იგი ოცნებაა მიქელ-ანჯელოსი.

მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,

კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,

უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,

შენღა დაგშთენია გამოსათხოვარი.

1915