The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩარდა ამთა

ჩარდა ამთა”

სადღეგრძელოსთვის სიტყვის თქმის ნება მომეცი, თამადა:

შემკობად თინათინისა ამ სასმისს ვსვამ თამამადა,

ვის მკერდზე გადმოფენია ნაწნავი ცხრა სამ-სამადა,

ვისი თავხურვა ყოველგვარ თავხურვას შეეკამათა,

და წარბ-წამწამი ყველასი არ ღირს მის წარბ-წამწამადა,

სახის კანს სადაფისფერსა მზემ შუქი რამ მიამატა,

ტანსარო, ალვა ასული, მშვენება მარად ჟამადა,

ვინ მზესა სწუნობს, მაგრამ მზე თინათინებდეს მარადა.

ვუსურვებ: ჰქონდეს სიმხნევე ფუძედ და დასაბამადა,

მშვიდობიანი ცხოვრება რომ არ შეცვლოდეს შხამადა,

და აფხაზური, ბევრი რამ, სიბრძნეთა და სიამეთა,

ის კარგი დარბაისლობა, უღირდეს ძვირფას რამედა.

ვარდ-ყვავილებით მოერთოს ველი, ქცეული შლამადა.

სამშობლოსათვის მაცოცხლეთ!- მვედრები იყოს ამადა.

მომხდურებს რომ წახდენოდეს რბევის სურვილი და მადა,

მტერზე მიმსვლელი მენახოს, ქალი იძახდეს: ჰკა მათა!.

აფხაზნი ქალნი გმირთ ზრდიდნენ, შემმუსვრელთ არამგამათა...

მაშ, ერთი ძველი სუფრული, სთქვი -ჩარდა ამთა, თამადა!