The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში

ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში

ხანდახან შფოთვარ ქალაქის ხმაში

რგვინვა-ქუხილში, კვნესა-წუხილში,

ფრთხილად მოისმის ბულბულის სტვენა,

ნაად, ნარნარად, ისე ვით ძილში.

ხანდახან მტვრიან ქალაქის ქუჩებს,

როცა ითინებს და კვნესის ყველა,

როგორც ჩვენება გასაკვირველი,

ფრთხილად აჰყვება თეთრი პეპელა.

ასე, ნუგეშო, ჩემს მშფოთვარ ყოფნას

შენ მოულინე სხივი პირველი,

როგორც სიმღერა მოულოდნელი,

როგორც პეპელა გასაკვირელი.