The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თბილისს სძინავს მძიმე ძილით

თბილისს სძინავს მძიმე ძილით

თბილისს სძინავს მძიმე ძილით,

მხოლოდ მტკვარი ხმაურობს,

ვარსკვლავების თეთრი თრთვილით

ქარს სურს გვამოგზაუროს.

და ჭრიჭინა ჰაერს ბზარავს.

მკათათვეა. ლანდები.

არც ვოცნებობ, არც არავის

ზრუნვას ვუგვიანდები.

სულში კოშკი არ შენდება.

ახლა აღარც ღმერთია,

საცა არის გათენდება:

ყველაფერი ერთია.