The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ელვარებს მზეზე ნატეხი სარკე

***

ელვარებს მზეზე ნატეხი სარკე,

ქრის ორთქლმავალი, დღეა მზიანი.

პირველად მივალ კახეთისაკენ,

გავცილდი ნავთუღს, ჩანს ვაზიანი.

ან რა დარია, ან მიწას დახე,

ვაზიანიდან ისევ იორი.

მზიანი დღეა, მე მივალ კახეთს

და სადღაც გაჰქრა გააკტიონი.