The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ზღაპრებიდან

ზღაპრებიდან

ქართული ოდის აივნის გვერდით

მე მახსოვს მუხა, -

მუხიდან ტყისკენ ბილიკი ფერდად,

ვერხვები სწუხან.

ტყიდან ოდისკენ ბილიკი მოდის,

ახლოა მოლი.

ამოდის მთვარე, და ძველი ოდის

იშლება ზოლი.

დგას აივანზე ლამაზი ქალი:

მოწყენით ნუ ხარ!

ტყე შრიალებდა, - იყო ტყის ძალი,

შრიალებს მუხა.

პირიმზე, ჰაა? ხედავ, პირიმზე!

ამოდის მთვარე.

ტყე განათდება ქედზე -

ირემზე,

ვერცხლდება არე.

რა საოცარი, რა საუცხოო

ღამეა, გესმის?

ვერხვის შრიალი, ამო და უცხო

შრიალი გესმის?

, ვარსკვლავებო, , თეთრო მთვარევ,

მამა და დედა,

გესმით თუ არა ჩემი მწუხარე

ოხვრა დღეზედა?

, დამიბრუნე მე ჩემი გული,

მშფოთვარე ქარო,

ჩემო მძლავრო ძმავ, შენი ერთგული

ვიქნები მარად.

, გაიგონეთ ჩემი წუხილი

ვარდებში რგული,

, დამიბრუნეთ საბრალო გული,

მოკლული გული.

აღმოსავლეთო და დასავლეთო -

ზღვებო, მიწებო,

შენ სამხრეთო და შენც ჩრდილოეთო -

ჩემო ბიძებო.

ხედავთ თუ არა წამებას ჩემსას

დაღლილ თვალებით?

, შემიცოდეთ, , შემიცოდეთ,

არ გებრალებით?

ოკეანენო, მდინარევ, ზღვებო,

შორო და ახლო,

მოსიყვარულე ნათესავებო,

მე მინდა ვნახო...

ველ-მინდვრებისა და მთების ზოლო,

ველი ნელებას.

მომეცით გული, მოეღოს ბოლო

საშინელებას.

1915