The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მუხამბაზი

უხამბ

სული ერნო, მოლინნო, აწ შეკრბით

თასი, ჯამით, ყანწი, აზარფეშებით!

ლხინის სუფრა მოჰინ ყვავილებით;

ალავერდა დასვით თარით ნაქებით,

ოჯა ბულბ ტკბილის ხმით აღუღუნეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ხინის პაპა,∗∗ სახით არაბისტნელი,

ღვინსა და ეშხისათვი შექმნილი,

ოლუმბაშად დასვი ქუდ ჩაკეცილი!

მის შკოლაში არ ვართ ნასწავლ?

ორმოცი წლ რომ შეიქნეს, - გააგეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

სიჭაბუკე, ვით მაისი მშვენივრად

აღყვავდების და მისებრ ჰქრების ჩქარად:

ვაი ვისთვის ეს დრო განვლის უგრძნობლად,

და ცის ალით - ეშხით არ ჰყოფს გულ-დამწვრად!

სიაბუკე არს ლხინის დრო, მერწმუნეთ:

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ვითა ბაღი უყვავილოდ, უვარდოდ,

არა მიყვარს ლხინი უეშხ უსატრფოდ!

მოდი, მნათო, სავსე თასი სალხინოდ

ჩაგვირიგე, თუ გინდ ისე, უპროშტოდ.

შენი თასი არს სადგური სიამეთ!

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

სატრფოს ხალი არს ტახტი სიყვარულის,

ეს ფიალა იყოს სადღეგძო ხალის,

ვისც არ უყვარს, რა ნახოს თილ სოფელს?

შავნი ფიქრნი სტვენ, - მტანჯნი გულის...

გულში ეშხით, ხელში ჯამით ილხინეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ვისთა დღეთა მწუხრამდის ნათლად განვლეს?

ვისი მზე არ ღრუბელსა მიჰფარვიეს?

ვისი დის კოჭი სულ ალჩუ დაჯდეს?

არ მიენდოთ დამღუპავს, წყეულს ხვალეს!

დღეს მოხარულთ, დღესვე ისიამოვნეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

მიმოხედეთ, რავდენთ ვეღარ იპოვნით

ერთად მსხდომთა, მოხარულთ თქვენთან ყოფნით.

სად არიან? ზოგნი შორს ვლენან ოხრვით;

ზოგნი უდროდ განვიდნენ სოფლის ლხინით!

ამ თქმაში რად, ცრემლნო, თასში შთაცვინდით,

და ჭირთ მდევნი, ღვინო ტკბილი დამწარნეთ?..

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

1835 წ.

იყო გამოჩენილი მომღერალი მეფეებისვე დროს.

∗∗ მირზაჯანა მადათოვი.