The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მხედრის ანდერძი

მხედრ ანდერძი

მე ვიზრდებოდი

არწივების გადაყივილში,

სიკვდილი მკერდში

მეცა ქერჩში

ზღვასთან, ყირიმში.

წილი დამიდევ,

სამშობლოვ, შენთან

შენ სიხარულსა და შენს ტირილში,

მარად მაცოცხლე მე შენს ღიმილში...

ალისფერ ვარდად

ჩემი წყლული

ჰყვავის ყირიმში;

მე მოკირწყლული

ვიყავ ტყვიით ცეცხლის ყივილში.

და მაინც გავდე სიცოცხლის ხიდი,

დაგცე, სიკვდილო, თუ ამიხირდი!

არა, სამშობლოვ, მე არ მოვკვდები,

შენი თვალები მეფოფინება;

შენი ხეების მწვანე ტოტები

სიცოცხლის სუფრად გამეფინება.

დამშხეფავს შენი წყაროთა ნამ...

თუ შენი ნისლი დამესუდრება;

ჩემი სიცოცხლე,

მზე,

დასაბამი,―

იქნება შენი თავისუფლება!