შორს გაფენილო მინდვრების ტილო
და გიგანტურო ღრუბლების ჩრდილო!
ნისლებრი მძიმე მტევნებით ვაზზე -
რა სიმდიდრეა! რა სილამაზე!
ნარინჯის ვრცელი და ფართო ხალი,
თურინჯი, თუთა თუ ფორთოხალი,
მძივები ნაზი - ცვარი კამაზე...
რა სიმდიდრეა! რა სილამაზე!
შენ რა, პატარავ? - სხვისია ბაღი.
სხვისია მძიმე მტევნები ვაზზე,
შვება, სიმდიდრე და სილამაზე.