The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ნუთუ

ნუთუ?

„და თუ მართლად საქართველო შეიქმნას“

ამონაწერი 1615 წლის დარჩენილი ანდერძიდან

შაჰ-აბასის შემოსევის დროს.

ნუთუ ყოფილა მართლა ქართველი,

ასე ეფიქროს, ეს დაეწეროს?

ნუთუ ყოფილა სამშობლოსათვის

ასეთი წამი საბედისწერო.

რომ სიცოცხლეც კი სათუო ჰქონდა,

ეჭვის ვეშ იყო? არა მჯეროდა...

შუბლი მიხურდა. გავხსენ სარკმელი

ჩემი თბილისის დილა მღეროდა!

რომ საქართველო მართლა შეიქმნას!

მე ეს სიტყვები დასავიწყარი

მახსენდებოდა დილის ხმაურში,

ვით შფოთიანი ღამის სიზმარი!

რომ საქართველო მართლა შეიქმნა,

გჯეროდეთ ყველას! გული მღეროდა...

სტალინის სურათს შევხედე უცბად,

ლენინთან ერთად რომ მიცქეროდა!