The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გახედე: კახეთი

გახედე: კახეთ!

გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი.

რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.

გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,

ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი.

პირველ სექტემბრიდან სასარაკ, სავათა,

იქ თმაზე მეტია გნოლი და კაკაბი.

თხუთმეტი: ახალი იმედის სათავე.

სადაც კი ნისლია და ტყეა საკაფი,

თოფის ხმა, კივილი სისწრაფით მტევარი:

დაეწი, ალზორა, და მიჰქრის მწევარი.

ალაზნის ველი ჩანს. დილაა მზიანი.

გარშემო ბურია ღამენათევარი.

1920