The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სიმღერავ, უხმე

სიმღერავ, უხმე

რამდენერა ვთქვი თუ ვისთვის მინდა

სევდიან სიმთა მწუხარე ჟღერა?

რამდენერ ეჭვი მეწვია წყნარი,

რამდენერ ხელში ავიღე ქნარი,

რომ დამემსხვრია და არ მემღერა.

ამ დროს მწყუროდა, რომ მიმემალა

ჩუმი ქვითინი და სიმთა წკირა.

ხალხისთვის, ჩემში რაც ძლევას ქმნიდა -

ჩემი ოცნება და წმინდათ-წმინდა,

დაუბრუნებლად, მთლად შემეწირა.

მეც ვშთანქმულიყავ მწრალ ჟრიამულში,

მომეკლა სულის ვედრება წრფელი,

მაგრამ სიმღერის გადავიწყება,

ჰანგთა დამარხვა და დამიწება

ვერ შევიძელი, ვერ შევიძელი.

სიმღერავ, უხმე დაღილთ, დაქანცულთ,

აჩვენე ცეცხლში ნაწრთობი გული,

დაე, ისმენდენ ჰანგს დაუცხრომელს,

დაე, იცოდენ, რომ ის მგმობელს

მათდამი კიდევ აქვს სიყვარული.