The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სიჩუმე და სიბნელე

სიჩუმე და სიბნელე

ცეცხლი მსგავსია ჩემი ფიქრების

და სადღაც მივსდევ ცისფერ ზმანებას.

მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები,

მაგრამ ჩემია და მენანება.

სისხლი იქცევა, მე ვერ ვისვენებ,

ეს გული ისევ დაისრულია.

იქ მინდა, სადაც მეფობს სიბნელე,

სადაც არ ისმის ხმები სრულია.

ეს უდაბნოა და მარტო მე ვარ,

(დგება ლანდივით დღე ნაწვიმარი).

ვიცი, სხეულმა რომ დამატყვევა,

ტანი - ციხეა, მე - პატიმარი.