The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
იდუმალი ქალი ლენორა

იდუმალი ქალი ლენორა

მძიმე ქარები გარეთ კვნესიან,

დღემდე ოცნება სივრცე მეგონა.

რა ძვირფასია ეს პოეზია

და იდუმალი ქალი ლენორა.

მიყვარს ეს ვარდი, მიყვარს ეს ია,

ფიქრებს ფიქრები გადაეკონა.

რა ძვირფასია ეს პოეზია

და იდუმალი ქალი ლენორა.

გულს გრიგალები შემოესია,

დღემდე ოცნება სივრცე მეგონა.

რა ძვირფასია ეს პოეზია

და იდუმალი ქალი ლენორა.