The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ვიწყებ ღექსის წერას

***

ვიწყებ ექსის წერას

და ვხურავ ბლოკის წიგნს.

მე ოთახში ვწევარ

და გარეთ ნელა წვიმს.

მზე ბრწყინავდა გუშინ

და მიწა ეგდო ძირს.

და წამებულ გულში

საღამოს დარდი ზის.

ეს ფიქრია ჩემი,

ებრძვი ამნაირ დროს.

და მწყურია გემით

წავიდე სადმე შორს.

აქ მტრებია ირგვლივ,

იქ შორეული ხე.

მოვა თეთრი ფიფქი

და სიხარულის დღე.

მღუპავს ბედისწერა,

ქარიშხალია წინ.

მე ოთახში ვწევარ

და გარეთ ნელა წვიმს.

პოეტი ალექსანდრე ბლოკი