The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დედას პური და პაპას ქლიავი

დედას პური პაპას ლიავი

ალზე ცრემლები რომ აგორდება,

ცხოვრება როცა დაგვკბენს სიავით,

ძმებო, მითხარით, რათ გვაგონდება

დედას პური

და

პაპას ქლიავი?

ვიცით, ქლიავი კბილებს დაგვაჭრის

და საჭიროა მეტი განდობა?

ჩამორიგდება დედას პურები,

როცა იტყვიან ჩვენს შესანდობარს!

და მაინც გვიყვარს, ვით მონაქროლი

ჩვენი ყრმობიდან წმინდა ნიავი,

სიყვარულის მზით გადანამქრული,

დედას პური

და

პაპას ქლიავი“!