The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


იარალის

იარალის

ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს

ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს,

ჩვენებურადა,

ძველებურადა,

ვსვამდეთ,

ვიძადეთ:

იარი-არალი!

ჯეირნის მწვადი შიშინით

ცეცხლზედა დასტრიალებდეს,

ყნოსვა დამტკბარი მის სუნი,

მადასა განგვიღვიძებდეს.

კახურის ღვინით აღვსილი

აზარფეშაცა ხელს გვეპყრას,

მოთალი, თევზი, მწვანილი

აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.

ცა მშვენიერი,

ცა მშობლიური

არად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს,

გაცხელებულთა

ღვინისგან შუბლთა

კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს...

შენ მომითხრობდე,

მე ყრმა გისმენდე,

გამოუცდელ მოხუცებულსა,

თუ ვით ივერნი,

ლომგულნი გმირნი,

ბრძოდნენ, ჰსცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.

გისმენდე, თუ ვით მდევარის ხმაზე

ჭაბუკნი მხნობით აღტაცებულნი,

მტერთ საძიებლად, დაცემად მათზე

შეგროვდებოდნენ წამს შეჭურვილნი.

ვამას მტერსა, ვის ანუ კლდენი,

ანუ ტყეთ სიღრმე ვერ დაჰფარვიდნენ,

ვითა შურდულებრ, ტრედთ შავარდენნი

მიესეოდნენ და შემუსვრიდნენ.

დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა

შეჰსწირა მსხვერპლად,

დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი

გულს აღბეჭდილად,

როს ერთგულება, სარწმუნოება,

ივერ თვისებას შეადგინებდნენ,

ოდესცა ბრძოლა და მამაცობა

მათსა სახელსა განადიდებდნენ...

ისმენდე, თუ ვით დღესასწაულსა,

შექცევით, ლხინით მოწოდებულნი,

ჭაბუკ მხედარნი ყაბახსა ვრცელსა

ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი,

ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად,

ესრედ მოჰქრიან, ვითა ნიავი;

ჰკრეს ნაღარასა - განიყვნენ ორად,

აჰა, საამო სჩანს სანახავი.

ცხენთა გრიალი,

შუბთა ტრიალი,

ჯიით სრიალი,

ყურთ მაჯთ ბრიალი,

ცხენით ქვე ხტომა,

ალა შეხტომა,

უზანთა ცემა

და ხმალთ კრიალი!..

ზოგი არწივსა

ზეცას მფრინავსა

ისრითა მკვეთრით გაუპობს გულსა.

ჯირით ზოგი

ზუზუნი მოჰქრის

და მოხვდა ქვაზ *თასს ნიშნად დგმულსა.

ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი** სიამი მარად უმზერდა შორით,

ისცა ეწერა დიდბა სახეს, ვინცა არღა არ, ვისთვისაც ვჰსტირით.

წარსულთა დროთა, დიდები დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს,

აწ უცხოს ცის ქვეშ, ზოგსა ვჰჭვრეტთ ოხრვით, და ცრემლით

ზოგის წმიდა სამარეს!..

ვინ აღჩნდეს გმირი,

რომ მის ძლიერი

ბედს დაძინებულ ხმა აღადგენდეს?

რომელ მარჯვენით,

ერთისა დაკვრით

უსულოდ ვე მიწად დაჰსცმდეს?

აგრამ ამაო, ჩემო იარალი,

არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!

სა აზარფეშა, სად არს მწვანილი?

ღვინი წილ - კვასი, მზისა წი - ყინ!

გარდმოხვეწილმან ჩრდილოს წყვდიადსა

სადღა იხილოს ცა მშობლიური?

შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა,

გარეთ მკლავს ყინვა და შინუგარი”.

გულს ბის, რა აგოდების დღენი წარულნი ნე,

მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა.

1832 .

სადაც ეხლა არის სასეირნო ბაღი აექსანდროვსისა, იყო დ საჯირითო მეიდანი, სახელა ი.

∗∗ ყაბახის თავს და ბოლოს იდგნენ ორნი ქვანი, რომელთა ზედაც დაჰსმიდნენ თასსა და ესროდნენ ჯირითს და ვინც მოარტყამდა, თასი იმისი იყო ჯილდოდ გამარჯვებისა. უკანასკნელ ჯირითში კონა ერისთავმა გაიმარჯვა.

∗∗∗ მეფე ირაკლი.