The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო

***

ვერ გიღალატ შენ, ჩემო თავო,

ახლა სასწაულს მხოლოდ მე ველი.

და მე ვატყობდი: დრო მკლავდა, დაო,

და დრო მიჰქროდა შეუმჩნეველი.

თვაები სდუმდნენ და ცრემლებს ღვრიდნენ

და ნელა ქროდნენ წამები თრთოლვის.

იყო საღამო და უფრო ყვითელ

შუქის გარშემო ბრწყინავდა თოვლი.