The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემმა ახალგაზრდობამ

ჩემმა ახალგაზრდობამ

ჩემმა ახალგაზრდობამ, დღემან პირმოცინარემ,

განვლო, ვით გაზაფხულის შფოთიანმა მდინარემ.

მაგრამ ხანგადასული გული ისევ გულია,

არ ვფიქრობ, რომ ყოველი უქმად დაკარგულია.

მეგობრებო, ჩვენი გზა გასწევს წელთა მრავლობას,

იგი მუდამ დარჩება ხსოვნად შთამომავლობას.

1945