The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მწოლარე

მწოლარე

იყო ის მწუხარებაბალახებში მწოლარე

და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული,

იდიოდა მდინრე, როგორც ლურჯი ოლარი,

და მახლობლად კიოდა მეთორმეტე ბულბული.

და ფოთლების შრიალი იყო, როგორც ოპერა,

შოლი ბაღები, მედეას ხნის კამარა,

უცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა,

მიეფარა დაღალულს და ზღვებს გადააბარა.

კითხულობდა პოეტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს

და ლანდები ჩქარობდნენ ოცნებების კიდეზე

და ვერ წარმოედგინა ბედნიერს და მშვენიერს

ცა უფრო უმაღლესი, ცა უფრო უდიდესი.