The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ქუჩა

ქუჩა

ქუჩა პოეტად დარჩა

ოცდაათიან წლების,

გაცვეთილი აქვს ლანჩა,

არჩა კანი და ძვლებ

ცისარტყელების რიგი

ზამთრით ახარებს ნელი.

, შეშლილია იგი,

თუ - წინასწარის მთქმელი?

უგზოობაზე ჩივილს

ისმენს ოცნება მწირი,

და ისევ უცნობ ტკივილს

გრძნობს უდროობის გმირი.

1916