The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით

შემოსილნო გამჭვირვალე

ბლონდებით

შემოსილნო გამჭვირვალე ბლოდებით,

ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

ყდება გული, ერთხელ აიბზარა რა,

არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.

ასტიკია სული უამინდოთა,

განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,

ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

1916