(სადღაც ქარები მთაზე ტიროდნენ).
ყოველთვის მინდა, რომ მივდიოდე.
სული დაფარეს ღამის ჩრდილებმა,
ახლა ცხოვრება სხვა ნაპრალია.
თუ ვტოვებ გიჟის შთაბეჭდილებას,
დაო, ეს მხოლოდ გრძნობის ბრალია.
მე ახლა ისევ დარდით ვივსები,
მივდივარ ნელა და საღამოა.
მე დასვენებას ვერ ვეღირსები,
სანამ სიკვდილი ჩემთან არ მოვა.
(სადღაც ქარები მთაზე ტიროდნენ).
ყოველთვის მინდა, რომ მივდიოდე.